საქაღთველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრია თანამდებობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი წარადგინა. რის გამო, მუნიციპალიტეტი საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარის გარეშე დარჩა.
როგორც პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განმარტა, გამომდინარე იქიდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არჩევნები არ ჩატარდება.
საარჩევნო წელს, არჩევნები არ ტარდება. სამწუხარო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მაჟორიტარის გარეშე დარჩა წელს.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაჟორიტარები აღარ გვყავს, მაგრამ, სიაში აუცილებლად გვეყოლება ისეთი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ყველა რეგიონს.
არჩევნები აღარ ჩატარდება. საარჩევნო წელს ეს ასეა" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა: ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა