პარლამენტმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობა მისცა, საქსტატის საბჭოს წევრებად  გიორგი ეზუგბაია ( 77 მომხრე, 2 წინააღმდეგი) და ოთარ ანგურიძე ( 75 ხმით) დანიშნოს.

საქსტატის  საბჭოს წევრად წარდგენილმა მესამე კანდიდატმა, გიორგი მუხიგულიშვილმა 2 ხმა მიიღო. 

საქსტატის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით თანხმობის მისაღებად წარდგენილი სამი კანდიდატურა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 3 აპრილის სხდომაზე განიხილა.