საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ლევან ხაბეიშვილი ინგოროყვას სახელობის კლინიკიდან ვიდეოსა ავრცელებს.
„არაფერი არ მტკივა. თავიც გაივლის, თვალიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის. ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ექიმის, კახა ჭელიძის თქმით, მე-10 მოწვევის დეპუტატს, პაციენტ ლევან ხაბეიშვილს თვალის მთლიანობა დარღვეული არ აქვს, რეკომენდაციაა, კლინიკაში გააგრძელოს მკურნალობა.
"ეს არის ცხვირის ძვლების მოტეხილობა, შესაბამისად, თვალის მთლიანობა დარღვეული არ გახლავთ, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციას. პირველი რიგის ამოცანა გახლავთ ძვლების მთლიანობის აღდგენა. გადაწყვეტილება მისი მხრიდან არ არის მიღებული, თუმცა ჩვენგან არის მკაცრი რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციის", - განაცხადა კახა ჭელიძემ.
აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას