საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა იდეალურია ოპოზიციური გაერთიანების ლიდერობისთვის.

 "მე არა მხოლოდ მზად ვარ,(გაერთიანების სათავეში ყოფნისთვის)  სხვა არავინ არ არის. ვთქვათ, ხვალ გაქრა, ივანიშვილი წავიდა ჩინეთში თავის შვილთან ერთად. სხვა არჩეული, ლეგიტიმურზე არ დავიწყოთ, ლეგიტიმური, არალეგიტიმური, რამდენად ლეგიტიმური თუ მეხუთე პრეზიდენტი, სხვა არჩეული არავინ არ არის დღეს. თან მე ვარ იდეალური ყველასთვის იმიტომ, რომ 75 წლის გავხდები მალე, დიდი დრო არ გამაჩნია და არც დიდი ამბიცია. მე მაქვს ერთი ამბიცია- ქართული ქარტია.

ქარტია არის ერთწლიანი, მერე მეუბნებოდნენ, რომ არა, რატომ ერთი წელი, იყოს ცოტა მეტი. ერთ წელიწადში უნდა შედგეს და მიღებული იყოს ყველა ის ზომა, რომელიც საჭირო არის იმისთვის, რომ ჩავატაროთ ნამდვილი არჩევნები,”- განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში "კვირის ფორმულა".