IRI-ს რომ ჩაეტარებინა კვლევა, რომლის გამოქვეყნებასაც საჭიროდ თვლის, გამოაქვეყნებდა. - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სანამ საქმე დამეწყება:
1. IRI-ს რომ ჩაეტარებინა კვლევა, რომლის გამოქვეყნებასაც საჭიროდ თვლის, გამოაქვეყნებდა.
2. გავრცელებულ სლაიდზე ის ხდება რასაც 10 წელია გავიძახი - მეინსტრიმ ოპოზიცია ჩაირეცხება და მხოლოდ მესიამოვნება თუ ეს მართალია - ჩემს 10 წლიან მოლოდინს ამტკიცებს.
3. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ რეჟიმის “არჩევნებში” მონაწილეობა და ტელემედიის კონტროლი ლელოს გაქრობად დაუჯდა - ეს თუ მართალია, ჩემს მოლოდინს ამტკიცებს.
4. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ გახარიას საპარლამენტო ტრიბუნა და სისტემურ ოპოზიციად
ყოფნა ოხრად რჩება.
5. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ ყველა ნაციონალურ ეთერში გამომჯდარი გირჩი, რომელიც გაპარტახებულ
ოპოზიციაზე კაპიტალიზაციას ცდილობს, ცდომილების ზღვარშია. ანუ სულ რომ შუაზე გაიხნენ და უთოშიც ილაპარაკონ - მათი ჭერი ცდომილების ზღვარია ნათელაშვილივით.
6. რაც შეეხება ფედერალისტებს - უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ფედერალისტები
ბოკერიათი არ იზომება და არცერთი პროფესიონალი პოლსტერი, რომელსაც რეალობის გაზომვა სურს ჩერგოლეიშვილის დასახელების გარეშე ფედერალისტებს არ გაზომავს, რადგან მე ვარ პარტიის სპიკერი (ბოკერიასვე გადაწყვეტილებით), და არა ბოკერია, რომელიც ორ კვირაში ერთ პოსტს დებს და ამით ამოიწურება მისი საჯარო კომუნიკაცია.
რა ჩერგოლეიშვილი გიჟს გავს მეგობრებო - დასცინეთ ამ ორ პროცენტიანს 🙂 - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „სახალხო პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.
„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში, ჯგუფში „თავისუფლები“ წერს - IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში, თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო, "ლელო" არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო, ნული უწერიაო