ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში, "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერiს მამუკა მდინარაძეს კითხვას: ახლა მაინც, თქვენ რომ დასკვნითი სიტყვით გამოხვალთ, საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს?!
"იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ, მინდა გავიმეორო, დაგიდასტუროთ რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას. ეს არის მისი ერთადერთი მომავალი" - ამ სიტყვებით დაასრულა პრეზიდენტმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა.