საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რუსეთის მიერ უკრაინაში "ნოვა კახოვკას" კაშხალზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
"კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს.
საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას" კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.
ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.
საქართველო უკრაინის გვერდით დგას! წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. განცხადება ამის შესახებ საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა გააკეთა.
"უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით, გადაწყვიტა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარება", - დაწერა დანილოვმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობისა და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები.
I strongly condemn another severe war crime committed by Russia. Horrible attack on civilian infrastructure - Nova Kakhovka dam once again shows 🇷🇺’s brutal tactics. These war crimes must be answered by justice.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 6, 2023
All of Georgia stands with 🇺🇦