საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს "ტვიტერში" ეხმიანება.
"ღრმად შეშფოთებული ვარ ისრაელში განვითარებული ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში. ტერორს და არა ადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს," -
- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ამ დროის მონაცემებით დაიღუპა 22 და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.
Deeply concerned with the recent escalation in 🇮🇱 and the loss of innocent human lives. 🇬🇪 stands in full solidarity with the State of Israel in these difficult moments.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 7, 2023
Terror and inhumanity should have no place in our modern world.