გავრცელდა ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს 2024 წლის 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა. 

მოგვიანებით, პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა წერილი, რომელი 9 თებერვლით არის დათარიღებული. სადაც სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. 

"საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა" - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.