ბათუმში მოსული უხვი ნალექის შედეგად ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიტბორა. ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის ვიცემერი და მერიის შესაბამისი სამსახურები.
მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა ცხაურების, ჭებისა და ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა.
"ბათუმის წყლის" ცხელ ხაზზე დატბორვასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ შეტყობინებებზე მოხდა სწრაფი რეაგირება.
ქალაქის წყალმიმღები სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია. სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხებულა