ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისში კაცმა ცივი იარაღიათ ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია,

პირველადი ინფორმაციით, ქმარსა და ცოლს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც  ცივი იარაღით მოკლა მეუღლე, ხოლო შვილი, რომელიც მშობლების  გაშველებას ცდილობდა დაიჭრა და დაზიანება მიიღო მომხდარის შემდეგ კი, მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა.

ამ დროისთვის კაცო, რომელმაც ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო .  სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე  მუხლი. რაც  განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს  და 11 პრიმა 118-ე მუხლებით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გულისხმობს.