უბედური შემთხვევა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში მოხდა.
გარდაცვლილთან ერთ-ერთი ქვევრში ჭაჭის ამოსაღებად იმყოფებოდა რა დროსაც შეუძლოდ გახდა.
მის დასახმარებლად მეზობელი ჩავიდა, რომელიც ასევე ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში ,,აიპრესს" განუცხადეს გამოძიება სსსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.