ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ კონჭკათის ცენტრიდან-შრომა-ორმეთის დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება. 


მერიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს პირველი ეტაპის სამუშაოები - ეწყობა 2 610 მეტრი სიგრძის გზა და სანიაღვრე არხები; პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 099 978 ლარს შეადგენს მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება. 


ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია და საკრებულოს წევრები გაეცნენ.