ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის საჯარო სკოლის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სპექტაკლს მასპინძლობდა.

სპექტაკლზე მიწვეული იყო ბოკერიას სახელობის  ნეიროგანვითარების ცენტრის ბენეფიციარები.

ნეიროგანვითარების ცენტრის ზუგდიდის ფილიალმა მოსწავლეებს  დამდეგი შობა- ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.