ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის, მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს. - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე, postv-თან განაცხადა.
დეკანოზის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კი საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გავრცელებული ფოტოებიდან შეიტყვეს.
ცნობისთვის,დღეს გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება, რუსეთის პატრიაქრის - კირილის ანგელოზის დღის მისალოცად, რომელიც 27 მაისს აღინიშნება.