2024 წლის 1 იანვარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა "რესპუბლიკამ" არსებობა შეწყვიტა - ბრძანებას ხელი ე.წ. რესპუბლიკის უკანასკნელმა "პრეზიდენტმა", სამველ შაჰრამანიანმა ჯერ კიდევ სექტემბერში, მას შემდეგ მოაწერა,  რაც აზერბაიჯანმა საომარი ოპერაციის შედეგად კონტროლი რეგიონის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა.

2023 წლის სექტემბერს თვითგამოცხადებული არტახის, იგივე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1 იანვრიდან სეპარატისტული რეჟიმი არსებობას შეწყვეტს.

ცნობისთვის, განკარგულების მიხედვით, მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების გამო, სეპარატისტულმა რეჟიმმა, რუსული კონტინგენტის შუამავლობით, მიაღწია შეთანხმებას აზერბაიჯანთან, რომ უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და ნებაყოფლობითი გადაადგილება ყარაბაღის მცხოვრებლებისთვის, მათ შორის სამხედროებისთვის, რომლებმაც იარაღი დაყარეს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად მიჩნეული მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილი 30 წელიწადზე მეტი დროით თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის კონტროლის ქვეშ იყო.