ყველაზე რთულად დასამარცხებელი ის ბოროტებაა, რომელიც კანონიერად ხდება და თითქოს სიკეთით არის შემოსილი. მასთან ბრძოლა საქმეში ჩაუხედავთათვის სიკეთესთან დაპირისპირებად აღიქმება. ისიც მართალია, რომ სულზე ადრე ტანსაცმელი ჩანს. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. 

"ეშმაკს სწორედ ასეთი სამოსი უყვარს- დიდი ხანია, ის რქებს და ჩლიქებს აღარ აჩენს.მსგავსება ძნელად დასაძლევია და ბოროტი ძალა სწორედ მას აფარებს თავს.

სიკეთეს ყურადღება და სიფხიზლე მართებს, რომ არ წააგოს.დიახ - სიკეთე, გარდა სიმართლისა და მშვენიერებისა, პასუხისმგებლობაც არის.ამ პასუხისმგებლობით უნდა გაიზარდოს ბავშვი და იცხოვროს კაცმა." - წერს გია მურღულია.