აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მოქალაქეთა დაღუპვის გამო სამძიმრის წერილი გამოუგზავნა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

ილჰამ ალიევი წერილში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

 „ძალიან დაგვამწუხრა თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაღუპული და დაშავებული ადამიანების შესახებ ინფორმაციამ.

 პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, სამძიმარს გიცხადებთ მომხდარი ტრაგედიის გამო თქვენ, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", -  წერს ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ წერილში.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ფონიჭალაში, 5 -სართულიანი საცხოვრებელი კორპუსში სავარაუდოდ აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. 

ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 გარდაცვლილი, 5 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა