“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ერთ კვირიანი ვიზიტი აშშ-ში, ნიუ იორკში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრით შეაჯამა.”

"ემოციებით ვარ სავსე, ამერიკაში შევხვდი ემიგრანტებს, ძალიან ძვირფას ადამიანებს. თბილი, საქმიანი, შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა და ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე. ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ელექტრონულად მისცენ ხმა და კონსტიტუციური უფლება გამოიყენონ - აირჩიონ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება. მით უმეტეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ფაქტობრივად, ინახავენ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი შრომის ფასად. ცხადია, ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე და როდესაც პროდასავლელი ლიდერი არის პუტინის საამებლად ციხეში გამოკეტილი, ძალიან რთულია იმ პირობებში ისაუბრო თავისუფალ არჩევნებზე.

მე მინდა მივმართო ყველას, თითოეულ ემიგრანტს - ჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარლებიო, თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი საქმის გაკეთება ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ თითოეული თქვენგანის ჩართულობა 2024 წლის არჩევნებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მათ შორის სადამკვირვებლო მისიების შედგენაში, დაკომპლექტებაში. თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება ძალიან და ის რაც მე ვნახე ნიუ იორკში, ანთებული თვალები ადამიანების, რომლებსაც ენატრებათ ჩვენი ქვეყანა, რომლებსაც უნდათ საქართველო იყოს ევროპული, თავისუფალი და განვითარებული, რაც მთავარია უსაფრთხო და ერთიანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას ყველანი ერთად მოვახერხებთ. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ემიგრანტს, რომლებმაც გადადეს საქმეები და მიუხედავად ობიექტური მიზეზისა და პრობლემისა, მოვიდა და მადლობა მათაც, ვისაც სურდა მოსვლა, მაგრამ ვერ შეძლო. ჩვენ ერთად აუცილებლად დავამარცხებთ რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა