კვარაცხელია სამ პოზიციაზე თამაშობდა. იდეა რაში მდგომარეობდა? ჩვენ მას კარგად ვიცნობთ. გულშემატკივრებიც იცნობენ. ჯერ კიდევ დაკვირვების სტადიაზე ვიმყოფებით, ამიტომ მოედანზე მოქმედების თავისუფლებას ვანიჭებთ, როგორც ბარკოლას. მატჩიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, ვცდილობთ ისინი მაქსიმალურად სასარგებლო პოზიციებზე გამოვიყენოთ. - ამის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელამ ლუის ენრიკესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"იგივე ეხება სხვა შემტევებსაც, დემბელეს, ლის, დუეს და ა.შ. უნივერსალურობას ვეძებთ. კვარაცხელიას შეუძლია სადაც გნებავთ იქ ითამაშოს. გოლი გაიტანა, როგორც ნამდვილმა 9 ნომერმა, ვიწრო სივრცეში, მარცხენა ფეხით. მომავალში ძალიან დაგვეხმარება. ეს ჩვენთან ხვიჩას პირველი გოლია და იმედი გვაქვს, კიდევ ბევრს გაიტანს. ყველაზე მეტად ფეხბურთელების მებრძოლი ხასიათი მომეწონა. მთავარი მხოლოდ ბურთის ფლობა არაა, უმნიშვნელოვანესი დაცვის დახმარება და მთელი შეხვედრის განმავლობაში ბრძოლაა." - განაცხადა ლუის ენრიკესმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პირველი დიზიონის ერთპიროვნული ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ოცდამეერთე ტურში მესამე ადგილზე მყოფ „მონაკოს“ შეხვდა.

ფრედ დამთავრებული პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან შეუტიეს „მონაკოს“ კარს და 54-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ახლოს მიიღო ბრედლი ბარკოლას იდეალური გადაცემა, სწრაფად შეძლო იქვე ახლო მყოფი ორი მეტოქის არასახარბიელო პოზიციაში გადაყვანა და ზუსტი დარტყმით პირველი გოლი ჩაიწერა აქტივში.  

„პარი სენ-ჟერმენი“ - „მონაკო“ 4:1(1:1)
გოლები: 6' ვიტინია 1:0, 17' დენის ზაქარია 1:1, 54' ხვიჩა კვარაცხელია 2:1, 57' უსმან დემბელე 3:1, 76' უსმან დემბელე 4:1

ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore, შეფასება 8,2) ლუის ენრიკემ 67-ე წუთზე გონსალუ რამუშით შეცვალა