"ეს პროტესტი არ უნდა გაჩერდეს, იმიტომ, რომ ეს პროტესტი გეხებათ თითოეულ თქვენგანს. უნდა გამოვიდეთ, დავაზანზაროთ და ვუთხრათ, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის და არავის სხვას. რუსეთთანაც დავალაგებთ, მეზობლებთანაც დავალაგებთ, მაგრამ არა ასეთი კაპიტულანტური და გამყიდველური პოლიტიკით" - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძე , გადაცემაში "პოლიტიკური ამბები" ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში პროტესტი არ უნდა გაჩერდეს.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, წარმოიდგინე, მოხვედით ხელისუფლებაში, მოვიდა კოალიცია, ხართ საქართველოს პრემიერმინისტრი და არსებობს რუსეთის საფრთხე, რას გააკეთებთ?
"პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, აღვადგენ სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან, აღვადგენ მოლაპარაკებას ევროკავშირთან, რომ დაფინანსება მივიღოთ სწრაფად, რომ ფეხზე დავდგეთ, იმიტომ რომ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი უსაფრთხოება არის ჩვენი მოქალაქის ეკონომიკურად წელში გამართვა, რომ ჰქონდეს განცდა, რომ შემოსავალი მას ჰყოფნის და დაგროვების საშუალებაც უჩნდება, რომ მერე ინვესტიცია გააკეთოს პატარა ბიზნესში. ეს არის უმნიშვნელოვანესი. პარალელურად, დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთანაც, მაგრამ, მაგიდაზე მარტო არ დავსხდებით, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, კი, დიდი ერი ვართ, მაგრამ ქვეყანა პატარაა- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.