ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი niderland times ავრცელებს.

დღეს, ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ ნიდერლანდელმა მუსიკოსმა და ასეულობით ბავშვის ბიოლოგიურმა მამამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სპერმის დონაცია. ჯონათან მეიჯერი ამბობს, რომ მას დაახლოებით 550 შვილი ჰყავს.

2017 წელს, როდესაც გაირკვა, რომ ჯონათანს 102 შვილი ჰყავდა, იგი შავ სიაში შეიყვანეს. ამის მიუხედავად, ჯონათან მეიჯერი, რომელიც ცხოვრობს კენიაში, აგრძელებს თავის სპერმის შემოწირულებას ნიდერლანდებს ფარგლებს გარეთ, მათ შორის, დანიაში და უკრაინაში.

არსებული რეგულაციების თანახმად, დასაშვებია სპერმის შემოწირულება არაუმეტეს 25 ბავშვისთვის ან 12 ოჯახისთვის. მან კი ეს წესები დაარღვია, როდესაც სპერმა შესწირა 13 კლინიკას ნიდერლანდებში და საზღვარგარეთ და გარდა ამისა, მომავალ მშობლებთან დაამყარა პირდაპირი კავშირები, - განაცხადა სასამართლოზე დონორის სპერმის დახმარებით გაჩენილ ბავშვთა დედების და აგრეთვე, იმ ბავშვების უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთა ბიოლოგიური მშობლებიც დონორები იყვნენ. 

ჯონათანი ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა დონორობის და შვილების აღზრდის კანონიერი უფლება და მისთვის ეს უფლება არ უნდა შეეზღუდათ. მშობლის ფუნქციის მისეულ ხედვასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ეს არის „სრულიად ახალი კონცეფცია". ჯონათან შექმნილი აქვს ონლაინ პლატფორმა, სადაც მის ბიოლოგიურ შვილებს შეუძლიათ ნებაყოფლობით აირჩიონ და-ძმებთან ან ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობა.

არსებითად, საქმე ეხება ძირითადი უფლებების კონფლიქტს. ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი იცავს დონორის სპერმით გაჩენილი ბავშვის და მის მშობლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მეორე მხრივ, ასეთივე უფლება აქვს დონორსაც. სასამართლო თვლის, რომ ბავშვებისა და მათი მშობლების ინტერესები აღემატება დონორის ინტერესს, განაგრძონ სპერმის შემოწირულება აკრძალვის შემთხვევაში, - ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში

სასამართლო აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზად დასახელდა ის გარემოებაც, რომ მამაკაცს შეცდომაში შეჰყავდა მომავალი მშობლები, როდესაც არ ამხელდა, რამდენჯერ ჰქონდა გაცემული სპერმა დონაციისთვის. ყველა ეს მშობელი ახლა იმ ფაქტის წინაშე დგას, რომ მათი შვილები გახდნენ იმ უზარმაზარი ნათესაური ქსელის ნაწილი, რომელიც მათ არ აურჩევიათ.  

სასამართლოს დადგენილების თანახმად, თუ მამაკაცი აკრძალვას დაარღვევს და ამ დარღვევის შედეგად ბავშვი დაიბადება, ის იძულებული იქნება გადაიხადოს 100 000 ევრო