"კოალიცია ცვლოლებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლიატორშო იმყოფება - ამის შესახებ გვარამიას უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

"სახალხო დამცველის აპარატისგან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ის იმყოფებოდა მარნეულის დაკავების იზოლატორში. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და ოჯახის წევრებს ელემენტარული ინფორმაცია არა აქვთ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა გახდა ცნობილი ჩვენთვის [ნიკა გვარამიას ადგილსამყოფელი], ოღონდ ეს არ გამხდარა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, მათ ოფიციალურად ამ დრომდე არ უთქვამთ სად ჰყავთ ნიკა გვარამია", - განაცხადა გვარამიას უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა