თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძემ სოციალური ქსელი შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მიმართა -  ვითხოვ პასუხს, ასე ღიად  და საჯაროდ, სად არის ჩემი შვილის საათი, რა მოტივით მომიკლეს შვილი და როდის აღსრულდება სამართალი?, მოგვიანებით ისევ გამოაქვეყნა წერილი, სადაც  წერს, რომ საგამოძიებო ორგანოდან დაურეკეს და შვილის საათი დაუბრუნეს.

მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა ყველას თანაგრძნობისთვისძალიან მრცხვენია, უნდა მრცხვენოდეს კი???ეს პოსტი რომლის ლინკსაც დავდებ გთხოვთ ყველამ წაიკითხოთ23 იანვარს დავწერე!https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3205154169628210&id=100004009742866&mibextid=qC1gEa აქამდე უფლის შეწევნით იცით როგორ მოვაღწიეთ ნიკოს გარეშე? ერთი წუთით არ გვიცრუვია არც უფლის წინაშე , არც თქვენს წინაშე და არც წყევლა კრულვა გამიგზავნია შვილის მკვლელებისთვისაც კი, ხოდა ეს ძალიან გვაძლიერებს

საათი რომელსაც თვეებია ვითხოვ დ ა ა ბ რ უ ნ ე ს, შემომეხმიანა საქმის გამომძიებელი, ექსპერტიზას ჰქონდაო!!!ეხლა მირჩიეთ უკვე ვინ დავთგო ? თუ სწორად ვთაგავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Servსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia თუ რეალური პიროვნებაა ვინმეGeorge Gldany მზად ვარ ვუპასუხო ყველა კითხვაზე!!!

თუ არა და ჩამომშორდეს!!! სასწრაფოდ!!! მალე გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული შემობრძანდება, თვითეულ თქვენთაგანს მინდა მოგილოცოთ და ოჯახები დაგილოცოთ!!!

P.S .ეს ჯგალის(წალენჯიხა) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა, ღმერთმა არ ქნას, მის ეზოში ზარი ნიკოს შემოვაკვრევინო და თბილისამდე ზღაპრის მოყოლით ჩამოვიდე, “ერთი ბარტყი გადმომიგდეთ-ო კიდევ! ამისთვისაც მზად ვარ!!!

ვითხოვ სამართალს!!!ყოველგვარი შურისძიების გარეშე!!!თქვენი თანადგომით იმ საათს რომელიც ვერ გააჩერეს ორშაბათს გულში ჩავიხუტებ!!!მ ა დ ლ ო ბ ა!!! - წერს იზა ომაძე.

შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კაველაძეს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა - სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის მსჯავრდადებულ ირაკლი ბიბილეიშვილი 3 წლით კვლავ პატიმრობაში დატოვა.