უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვერ შეძლებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების მიღწევას.  

"მე კი ძალიან მინდა ნატოში, მაგრამ იქ ჩვენ არ მიგვიღებენ. ნატოში მიღების ფასი თურმე რუსეთთან ომია, რომელშიც ნატოს გარეშე ჩვენ არაფერი გამოგვივა. მაგრამ ნატოს არ სურს ჩვენი მიღება. ის ვიწრო ნაცრისფერი სივრცე, , რომელიც უკრაინას მიგვიჩინეს და გვეუბნებიან, თქვენ ნატოსთვის იბრძვით, მაგრამ ჩვენ არ მიგიღებთო - მე, პირადად არ მაწყობს. მე მაწყობს ისეთი სიტუაცია, როცა უკრაინა თავად წყვეტს თავის ბედს. ეს კი მხოლოდ ნეიტრალიტეტის შემთხვევაშია შესაძლებელი. ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ კონსტიტუცია, სადაც ყველა მუხლში ჩაიწერება - ნატო, ნატო, ნატო, მაგრამ, დამიჯერეთ, ეს საერთოდ არაფერს შეცვლის. ეს რეალურად ვაჭრობის საგანია. ზელენსკი ვერ შეძლებს შეთანხმების მიღწევას, რადგან პუტინი მასთან ერთად ხელს არ მოაწერს არანაირ შეთანხმებას. საჭიროა უკრაინაში ახალი ხელისუფლება, ზელენსკის შეუძლია ომის შეჩერება, კონკრეტულად, შეუძლია მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას, ოღონდ შემდეგ საკითხი დადგება ასე: ან ჯერ კიდევ ზელენსკის პრეზიდენტობის დროს აიძულებენ მას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას, სადაც იქნება დაფიქსირებული იქნება ნეიტრალიტეტი. სხვა ვარიანტი, პირდაპირ გეტყვით, არ შეიძლება არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ გაგრძელდება ომი ან ზელენსკიზე გადატყდება ხალხის უკმაყოფილება". - განაცხადა არესტოვიჩმა ინტერვიუში, რომელიც თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.