მარსელთან ახლოს მდებარე პენ-სიურ-იუვონის კომუნაში მოქმედმა მერმა არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა. ნიკოლა ბაძუკის, რომელსაც ბრალი ედება გაუპატიურებასა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ძალადობაში ორი ყოფილი პარტნიორის მიმართ, მცირედი უპირატესობა აქვს. 

გამოცემა La Provence-ის ცნობით, 6 600-იან ქალაქში მან თავის მეტოქეს, ფრედერიკ საბოს, მხოლოდ 44 ხმით გაუსწრო.