„შერატონი“ არის სასტუმრო, რომელიც შორს არის პოლიტიკისგან. მოხდა დანაშაული. ჩვენი მხრიდან ყველაფერი მოხდა სწორად, გამოვიძახეთ პოლიცია. ყველა ჩანაწერი არსებობს და როგორც პოლიციას, ასევე სხვა უწყებას, სასამართლოს გადავცემთ. - ამის შესახებ ბათუმში მდებარე სასტუმრო "შერატონის" მენეჯერმა მეგი ჟღენტმა ჟურნა;ისტებთან განაცხადა.
"ჩანაწერები ამოღებული არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტაცია ჯერ არ მოსულა. ჩანაწერს ვინახავთ დაახლოებით ერთი თვე. მე არ ვყოფილვარ აქ. კამერები აუდიოჩანაწერს არ ინახავს. ჩანს, რომ იყო შელაპარაკება.
ამ ინციდენტს, როგორც ჩვენ დავინახეთ, იღებდა ვიღაც ქალბატონი, იღებდა თავიდან ბოლომდე. ჩვენ გასაჯაროების უფლება არ გვაქვს" - განაცხადა მეგი ჟღენტმა.
მედიის კითხვაზე, პირველი ინციდენტის შემდეგ მხოლოდ ზვიად ქორიძე რატომ გაიყვანა დაცვამ, სასტუმროს მენეჯერმა აღნიშნა:
„ვითარების ესკალაცია რომ არ მომხდარიყო და არ გადაზრდილიყო უფრო სერიოზულ აგრესიაში, ჩვენი დაცვა შეეცადა, გაეკეთებინა ყველაფერი. განვაცალკევეთ, ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რა მოხდებოდა შემდგომ. ყველაფერი წამებში მოხდა. პოლიციას ჩვენ შევატყობინეთ, უკვე გახარიას ინციდენტის შემდეგ. სასტუმროს შემოსასვლელში იყო სისხლი. ტერიტორიაზე, სადაც სტუმრები მოძრაობდნენ, პოლიცია ცოტა დაგვიანებით მოვიდა და მანამდე გასუფთავდა. თუმცა სხვა ნებისმიერი ნივთმტკიცება, რაც კი არსებობდა, ყველაფერი იქნა ამოღებული პოლიციის მხრიდან. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება მიიღო უშუალოდ დასუფთავების სამსახურმა. ზემოდან ნამდვილად არ ყოფილა მოსული მსგავსი განკარგულება. უბრალოდ, სასტუმროს შემოსასვლელთან იყო სისხლის გუბე, სტუმრები მოძრაობდნენ და, შესაბამისად, დასუფთავების სამსახურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მეგი ჟღენტმა
შეგახსენებთ, პარტია "გახარია საქართველოსთვის "ლიდერის თავდასხმის ფაქტზე როგორ "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რას ძალადობას გულისხმობს.
გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.
როგორც კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილების უფროსმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ განუცხადა, გიორგი გახარიას სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა.
„მოქალაქე მოიყვანეს 02:34 წუთზე, სახის არეში ჰქონდა დაზიანებები. მისი გადმოცემით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩაუტარდა კვლევები, მდგომარეობა იყო საშუალო სირთულის და გაეწერა კლინიკიდან. საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. კონტაქტური და ადეკვატური იყო. ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მაგრამ საოპერაციო, მძიმე შემთხვევა არ იყო“, – განაცხადა ექიმმა.
ასევე, თავს დაესხნენ ამავე სასტუმროში მყოფ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს: 10-12 კაცი იქნებოდა, დაიძრნენ ჩემკენ, დაცვას ვთხოვე დახმარება, მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან, იყო მუქარა, გინება - დაცვამ გამიყვანა