"თბილისის პრაიდის" ინფორმაციით ე.წ. "დრაგ შოუს" , რომელიც 29 დეკემბერს ჩატარდება მომღერალი ნანი ბრეგვაძე გახსნის. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე დაუშვებელია ყოველგვარი დისკრიმინაცია და სიძულვილი.
"👑 The Drag Ball: All Stars ბრუნდება, უფრო დიდი, უფრო თავბრუდამხვევი, უფრო დაუვიწყარი, ვიდრე ოდესმე.
ჩვენი ვარსკვლავები ერთმანეთს დრეგ ოლიმპიადაში გამოიწვევენ:
All Star-ს გახსნის ერთადერთი და განუმეორებელი, ქართული ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავი, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე.
🐝 დახურვის პერფორმანსი ბზზზზზზ ბზზზზზზ ბზზზზ ბზიკებისგან.
▪️18 წლამდე ადამიანები THE DRAG BALL-ზე არ დაიშვებიან;
▪️აუცილებელია, თან გქონდეთ ID/Passport;
▪️დრეგ პერფორმანსების ფოტო/ვიდეო გადაღება აკრძალულია;
▪️Ჩვენს სივრცეში დაუშვებელია ყოველგვარი დისკრიმინაცია და სიძულვილი." - წერს Tbilisi Pride