ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებით საზოგადოებისთვისა და ქვეყნისთვის არაფერი იცვლება. 

მისი თქმით, ივანიშვილის ერთი პოლიტიკური თოჯინა მეორე პოლიტიკური თოჯინათი ჩანაცვლდა ივანიშვილის პოლიტიკური თოჯინების თეატრში

ბოკერია აღნიშნავს, რომ სადაც ერთ კაცს შეუძლია, რომ ასე წყვეტდეს ვინ იქნება პრემიერმინისტრი, ასე ეპყრობა საკუთარ გუნდს, იქ არავინ უნდა ელოდოს, რომ საზოგადოებას ან ქვეყანას სცემს პატივს და მას წინ წაიყვანს.

"ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ივანიშვილი დემოკრატიული გზით მთლიანად ჩამოშორდეს ძალაუფლებას, ხოლო ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თამაშის წესები, ანუ თოჯინების თეატრი არ იყოს გამეფებული, მის ალტერნატივაში, ოპოზიციაში და სწორედ ეს არის ევროპული საქართველოს პრინციპული პოზიცია".- განაცხადა ბოკერიამ

ცნობისთვის,  საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

 პოლიტსაბჭოსგან  მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა  - განაცხადა ირაკლი განაცხადა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე (2013–2015), საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე.