საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მით უმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ. შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და ქართული ოცნება უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავარგძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდ მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან  მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.