„კახაზე ერთადერთი რაც მინდა ვთქვა, რომ მე აშკარად დავინახე და ბევრმა ქართველმა ფეხბურთის გულშემატკივარმა დაინახა, როგორი ბედნიერი იყო კახა ჩვენი ნაკრების გამარჯვებით. - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმ გიორგი გახარიამ განაცხადა. 

 კახა მართლა ბედნიერი იყო, სახეზე ეტყობოდა, ემოციაზე ეტყობოდა, ეტყობოდა, რომ ეს არის მისი ადგილი, ეს არის ის სივრცე სადაც ეს ადამიანი თავსაც ბედნიერად გრძნობს და ბევრ ქართველ მოქალაქესაც აბედნიერებს და მიხედოს კახამ ფეხბურთს, ან უშველოს თავს, მე მეტს მასზე არაფერს არ ვიტყვი“ - ასე უპასუხა გახარიამ თბილისის მერიას კახა კალაძის განცხადებას. 

ცნობისთვის, კახა კალაძის თქმით, გიორგი გახარიას ან სერიოზული პრობლემები აქვს ან რეალურად ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაში - რეალობას ძალიან აცდენილია