გლდანის რაიონს კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე შეემატა. ამჯერად, ახალი სკვერი გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსთან  მოეწყო, სადაც, მოსახლეობის ჩართულობით, 12 ავტოფარეხისა და უკანონო შემოღობვის დემონტაჟი განხორციელდა.

დაახლოებით, 1 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიდგა საქანელა სკამები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 209 803 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ რეხვიაშვილთან ერთად გაეცნო.