3 ნოემბერს 13:30 საათზე სვიატოსლავ ვაკარჩუკი, ყველაზე ცნობილი უკრაინული ჯგუფის Океан Ельзи-ს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას აქციაში, სადაც უკრაინული სახლის წინ თემის წარმომადგენლები აღმართავენ უკრაინის დროშას და ფურცლებზე დაწერენ მშობლიური ქალაქების სახელებს, რომლებიც ომის გამო იძულებით დატოვეს.

შეხვედრის ორგანიზატორები არიან ქართულ-უკრაინული პლატფორმა და Ukrainian-Georgian Hub.
მისამართი: უკრაინული სახლი თბილისში, მიხეილ ჯავახიშვილის ქ., 8 / https://maps.app.goo.gl/XTtVXJBXEkadZtoF9
უკრაინული სახლი თბილისში არის ქართულ-უკრაინული პლატფორმის პროექტი, რომელსაც მხარს უჭერენ გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში და გერმანიის მთავრობა. უკრაინული სახლი 2023 წლის სექტემბერში გაიხსნა და ყოველდღიურად მასპინძლობს ათეულობით უკრაინელს და უკრაინისა და საქართველოს მეგობარს სხვადასხვა ღონისძიებებზე - ფსიქოლოგიური დახმარებით დაწყებული საბავშვო აქტივობებითა და კულტურული ღონისძიებებით დამთავრებული.