საქართველოს პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.

როგორც "აიპრესს" პროკურატურაში განუცხადეს, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

„საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილ სამყოფელისა.

აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით”, - აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, 2020 წლის 5 მარტს  საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე დაუსწრებლად 1 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.ასევე, ზურაბიშვილს 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავების უფლება.

სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. შეგახსენებთ, ტელეკომპანია "იბერიის" საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილებით ზურაბ ადეიშვილიასუხისგებაში 2016 წელს მიეცა.    და  "ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილს 5 წელი და 3 თვე პატიმრობა შეეფარდა 

2004 წელს ტელეკომპანია "იბერია" დაიხურა. მაშინ ,,ომეგა ჯგუფი“-ს ყველა ოფისში, მათ შორის ტელეკომპანია „იბერიაშიც“ განლაგდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები,  დალუქეს კომპანიის ინვენტარი, პროდუქცია და მომუშავე პერსონალი  შენობებიდან გამოყარეს, რამაც შედეგად გამოიწვია ტელეკომპანია „იბერიის“ და გაზეთ ,,ახალი ეპოქის“ საქმიანობის შეწყვეტა და წარმოების გაჩერება.

2021 წლის 4 მარტს  ზურაბ ადეიშვილმა განცხადებით მიმართა  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა  საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა,  უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით -  ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა