საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ვარლამ ლიპარტელიანი გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მოსვლაზე, განცხადებით ეხმიანება.
"მივესალმებით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის გადაწყვეტილებას კარიერის პოლიტიკაში გაგრძელების თაობაზე. დაწმუნებულები ვართ, რომ მისი ყოფნა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში დადებითად აისახება არა მხოლოდ ძიუდოს და სპორტის, არამედ ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე." - ნათქვამოა ფედერაციის გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ოლიმპიური ვიცეჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი სამგორის ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი იქნება