საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, დაიგება ასფალტბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 3 არსებული ხიდი, საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის  გასაჩერებელი მოედნის მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისში იწყება და გაივლის სოფელ მამკოდის და ცხვარიჭამიას ტერიტორიებს. თბილისი–თიანეთის გზის რეაბილიტაციის შედეგად, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება კომფორტული და შემცირდება მგზავრობის დრო.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 948 977 ლარით ფინანსდება.