თბილისში, ვარკეთილის რაიონში 15 წლის მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი მიიმალა. 

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები ავტომანქანის მძღოლის დასაკავებლად.