გუშინ თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მხატვარ გიორგი დუნდუას სახელოსნო დაიწვა. ნამუშევრების გამოფენა 20 მაისს იგეგმებოდა. ნახატების უმეტესობის  80% განადგურდა. თუმცა, მხატვარი აცხადებს, რომ "ფერთა დროა" მე-9 გალერეაში მაინც გაიმართება და დამთვალიერებლებს 3 ივნისამდე უმასპინძლებს 

"ხანძარი გაჩნდა მუშის დაუდევრობით, განადგურდა ნამუშევრების თითქმის 80%, მაგრამ გამოფენა მაინც იქნება, რაღაც ნახატებს შევკრავ. მადლობა მეხანძრეებს, ძალიან მაგრამ დამიდგნენ გვერდში და მომეხმარნენ რაც გადასარჩენი იყო თუ გამოსატანი იყო ჩემთან ერთად გამოჰქონდათ." -0 0 განაცხადა მხატვარმა "ქრონიკასთან".

ცნობისთვის, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს, 13 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული