თბილისში გოგებაშვილის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რა დროსაც კაცი გარდაიცვალა.

პირველადი ვერსიით, ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე დაეცა და თავი დაარტყა ასფალტს, რის შედეგად 60 წლამდე კაცი გარდაიცვალა

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების  ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია.