შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ეწვია.


112-ის დირექტორმა, ნიკოლოზ ბაჭულაშვილმა,  სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და 112-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ნომერზე შემოსული შეტყობინებების მართვის პროცესსა და 112-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას. სტუმრებმა, ასევე, ინფორმაცია მიიღეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის
შესახებ.