პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაზარალებულს შეუთანხმდა, რომ მას თბილისში ბინას შეუძენდა. მან თავის საბანკო ანგარიშზე დაზარალებულს ბინის საყიდლად პირველადი შენატანის სახით 45 582 ლარი ჩაარიცხინა.
ბრალდებულმა არ განახორციელა ქმედებები დაზარალებულის ბინის საყიდლად და აღნიშნულ თანხას მოტყუებით დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.




