აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მზარეულების ტრენინგები ქედის შემდეგ  შუახევში გრძელდება. ტრენინგის პირველ დღე გარდა თეორიული გაკვეთილისა, ხორცის დამუშავების ტექნოლოგიებსა და ცეცხლზე კერძების მომზადებას დაეთმო.

სხვადასხვა საოჯახო-სასტუმროსა და კვების ობიექტის მზარეულმა ტრენერებთან ერთად დაამუშავა ხორცი და მისგან ხბოს მწვადი, ჩაშუშული და ქაბაბი მოამზადა. მზარეულების ტრენინგებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ყველა მუნიციპალიტეტში ატარებს.

ერთკვირიანი ტრენინგები პრაქტიკულ სწავლებებს ითვალისწინებს ფრინველის დამუშავების, ფრინველის კერძების მომზადების, ხორცეულის კერძების მომზადების, ბოსტნეულის, მხალეულის კერძებისა და  ცომეულის მომზადების მიმართულებით. ტრენინგების მიზანია მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება.

ტრენინგები 11 მაისს ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და ივნისის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

მზარეულების ტრენინგებში მონაწილეობის მსურველს რეგისტრაციის გავლა სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/ შეუძლიათ.- ნათქვამია დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.