"ჩვენ მაქსიმალურად ვიბრძოლებთ იურიდიულად. რა მექანიზმიც არსებობს, ვიცით, სადაც ვცხოვრობთ, რა უსამართლო გარემოში. სასამართლო კი ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში დავალებათა აღსრულების ბიუროა. ვიბრძოლებთ მაქსიმალურად. თვითონ ვიბრძოლებთ, ჩვენი კოალიცია." - ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
"ამისთვის საკმარისი ცოდნა, განათლებაც გვაქვს. უბრალოდ ვვარაუდობთ, მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციაში მეტი განხეთქილების შესატანად აკრძალავენ ორ კოალიციას თუ პარტიას და არ აკრძალავენ ჩვენს კოალიციას. ერთ-ერთი ვერსია, რაც ჩვენამდე მოდის, არის ეს, რომ გააღრმაონ დაპირისპირება. დანარჩენი ოპოზიცია, იცოცხლე, ჩვენი ლანძღვით იწყებენ და ამთავრებენ და კიდევ ერთი საბაბი მიეცემათ. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ შიდა იურიდიულ მექანიზმებსაც და გარე მექანიზმებსაც. ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც კი არსებობს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია "ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ძლიერი საქართველო-ლელოს" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა




