„ზოგადად, წინა არჩევნების შეფასება ძალიან რთული იქნება. იმხელა პროპაგანდა იყო, რომ არ უნდა წახვიდე არჩევნებზე, ჩვენც კი დაგვაზიანა, განსაკუთრებით, „ლელო“, რადგან ორაზროვანი პოზიცია ჰქონდა და ამომრჩეველი უბრალოდ დაბნეული ჰყავდათ. ამიტომაც ბევრი დაკარგეს. მთელი წლის განმავლობაში ეს გაერთიანება – 4, 5, 9, 25, რაც იყო წინა არჩევნების წინ, სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა. ამიტომ ქართველი ხალხის ნაწილმა სრულიად ადეკვატურად არ დაუჭირა მხარი იმ პარტიებს, ვისაც უჭერდა მხარს ერთი წლის წინ“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.  

"ალბათ დაფინანსება, ფული აიღონ, ხელფასები, რადგან ზოგადად, უმეტეს წილად ისეთი ხალხი ჰყავთ შეყვანილი, საპარლამენტო სიაში მით უმეტეს, რომ გინდ ყოფილან პარლამენტში და გინდ – არა. არაფერი ხეირი ამისგან არ გამოვიდოდა. პრობლემა იმაშია, რომ ოპოზიციამ გასულ წელს 60 ადამიანი გაიყვანა. ისეთი ხალხი, რომელიც დიდად ვერაფერს გააკეთებდა იქ. ამიტომ როცა ისინი გამოვიდნენ იქედან, ასევე დიდად არაფერი შეიცვალა. ახლა საკრებულოში რომ გაიყვანეს ხალხი, არ მგონია, რომ, ჩვენგან განსხვავებით, ეს ხალხი რამეს იზამს. ჩვენ პარლამენტში ვაჩვენეთ პარლამენტარიზმი და ახლა ვაჩვენებთ ჩვენს ამომრჩეველს, რას ნიშნავს საკრებულოში მუშაობა და როგორი უნდა იყოს საკრებულოს წევრი.

ალბათ მოსწონთ საკრებულოები, ალბათ უნდათ იქ მუშაობა, არ აქვთ პრეტენზია ამ არჩევნებთან. წინა წელს პრეტენზია ჰქონდათ. ჩემთვის ზოგადად უცნაურია, როდესაც მთავრობას არ აღიარებს და არჩევნებში იღებს მონაწილეობას პარტია, მაგრამ ეს ხომ მათი პრობლემაა და მათი ასახსნელია, თორემ მე მათი დიდი ხანია, არ მესმის. „ლელო“ და გახარია ყველაზე ამოუხსნელი პარტიებია თავიანთ მსჯელობებში“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.