პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი "მთავარი არხის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"ყველაზე მკაცრი ცენზურის მქონე ღიად პროპაგანდისტული არხი რომ იხურება, კარგი ამბავია. ხოლო, "მთავარი არხი" ვიღაცას რომ "კრიტიკული მედია" ჰგონია, ეს უკვე ამ ისტორიის ტრაგიკომიკური ნაწილია." - წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ცნობისათვის: „მთავარი არხის“ ჟურნალისტები ტელევიზიიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებენ და წერენ, რომ 1 მაისიდან არხი მაუწყებლობას წყვეტს. თანამშრომლების თქმით, მათ ამის შესახებ დღეს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ შეატყობინა.