საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები საელჩო აშშ-ი ჩასვლის მსურველთათვის ინფორმაციას აქვეყნებს
"შეგახსენებთ! შეერთებულ შტატებში ჩასვლისას საერთაშორისო ვიზიტორის დარჩენის ხანგრძლივობას განსაზღვრავს საიმიგრაციო ოფიცერი და არა B1/B2 კატეგორიის ვიზის ვადის ამოწურვის თარიღი. შეამოწმეთ „admit until" თარიღი თქვენს I-94 ფორმაზე, რათა გაიგოთ, რამდენ ხანს გაქვთ აშშ-ში დარჩენის უფლება: i94.cbp.dhs.gov - ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.




