ყველას სახელი და გვარი ვიცი, ვინც ჩემს სახლში შემოვარდა შობა დღეს და ბინძურ უკანონო სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, ყველა გასამართლდებით სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ამას გპირდებით! - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ისიც ვიცი რომ აქ შემოსულებს გაგკვირვებიათ რამდენი წიგნი ქონიათო - კი, თქვენს ოჯახებში “მადონას სერვიზებს” რომ აგროვებდნენ, მაგ დროს ჩვენი მშობლები წიგნებს ყიდულობდნენ და მაგ ოჯახებში ვიზრდებოდით ჩვენც მაგ ფასეულობებით." - წერს ანი ნადარეიშვილი "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავა. ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა




