კახი კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს თბილისის მერობაში. ორი ვადით მას აქვს იმდენი საქმე გაკეთებული, რომელიც სხვა ყველა დანარჩენ მერს ერთად აღებულს არა აქვს თბილისის უახლეს ისტორიაში გაკეთებული და ძალიან დიდხანს შეგვიძლია ვისაუბროთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძე ასახელებს კახი კალაძის მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტებიდან მცირე ჩამონათვალს, რომლებიც მან მერობის პერიოდში განახორციელა.
„მაგალითად ის ათასობით ოჯახი, რომელიც დაკმაყოფილებული იქნა, დაუსრულებელი ბინათმშენებლობის გამო დაზარალებულებს ვგულისხმობ. ამავდროულად ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული პირები, ის ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სოციალური საკითხები, რომელიც პირადად კახი კალაძის ინიციატივით, მისი გუნდის და „ქართული ოცნების“ გუნდის საკრებულოს მასშტაბით განხორციელებულ იქნა უალტერნატივო და მასშტაბურია ნამდვილად. ამავდროულად კახი კალაძის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც თავისი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ახმარს ქველმოქმედებას. რა თქმა უნდა, ეს არის პიროვნება, რომელიც მომავალ თვითმმართველობის არჩვენებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამავდროულად განაგრძობს თბილისის მოსახლეობაზე ზრუნვას“,- აცხადებს გორდულაძე.
გორდულაძის განცხადებით, კახი კალაძის მთავარი პრინციპი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, არის ის, რომ თბილისსა და მის მოსახლეობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება.
„ბატონი კახის, როგორც მერობის კანდიდატის გეგმებს, ამაზე უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. რაც მთავარია, ერთი ამომავალი პრინციპია, რომ ზრუნვა თბილისსა და მის მოსახლეობაზე კვლავ გაგრძელდება. კვლავ გაგრძელდება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უკვე არაერთი განხორციელდა თბილისის მასშტაბით. გაგრძელდება ამავდროულად დაზარალებულების, თუ სხვა პირების დახმარებები. ახალი ინიციატივებიც გაჟღერდა მთავრობის სხდომაზე მცირე ბიზნესის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიმართულია იმისათვის, რომ ეკონომიკური აქტივობა, სოციალური ფონი გაუმჯობესდეს ჩვენს დედაქალაქში და შესაბამისად, თბილისი იყოს ეკონომიკის განმსაზღვრელი მოტორი, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და მოსახლეობის სოციალურ ფონს მნიშვნელოვნად შეცვლის გაუმჯობესების კუთხით,“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.