ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, შოვში ე.წ. „რკინის წყლის“ მიმდებარედ მემორიალის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო.
მემორიალი 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად შენდება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს, სტიქიის შედეგად დაზიანებული, შოვამდე მისასვლელი ორი ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, ონის მუნიციპალიტეტში, 2023 წლის 3 აგვისტოს, 16:00 საათზე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ჩამოწვა გლაციალური ღვარცოფი, რასაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
29 აგვისტოს სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირი.