არსებობს ქართული ანდაზა – ქურდს ქუდი ეწვისო, სააკაშვილს სწორედ ასეთი წამოცდენა ჰქონდა. მას წამოსცდა,
თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა ის აქციები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს. როცა მიხვდნენ, რა წამოცდენა ჰქონდა სააკაშვილს, სტატუსი სასწრაფოდ გაასწორებინეს. "- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

"ახლა უნდათ, ასწორონ, უნდათ, გაიტანონ და უნდათ, შემოიტანონ თავიანთი ფალავანი, რომელიც ასე წამოკოტრიალებულია დიღმის მასივში, ქალაქის შემოსასვლელში. ამ ადამიანმა რა განცხადებებიც უნდა აკეთოს, საერთოდ აზრს მოკლებულია, რადგან დამსგავსებულია ბოროტ მასხარას, რომელიც აღარც იღებს დავალებებს პატრონისგან და ცდილობს, როგორმე თავისი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს, მეც აქ ვარ, არ დაგავიწყდეს, ხალხოო.

ქართველ ხალხს კარგად აქვს გააზრებული, რა ძალა ებრძვის ქვეყანას, ქართველ ხალხს და როგორია საქართველოს საწინააღმდეგოდ მომართული ინტერესები. ამ ინტერესების ერთ-ერთი გამტარებელი მიხეილ სააკაშვილია, თავისი წამოცდენებით. ეს ადამიანი ფორმიდან ამოვარდა და პატრონების დავალებებს, როგორც ჯაშუშს შეეფერება, კარგად ვეღარ ასრულებს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აქციებთან დაკავშირებით 22 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა ტექსტი შეასწორა და "შეცდომაა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება.პ.ს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია.რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს. ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის.